მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანია მოგისმინოთ და გავიგო, თუ რა გაწუხებთ“- გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამჯერად, წალკის მუნიციპალიტეტში დაბების - ბედიანის, ხრამჰესის, თრიალეთის, სოფლების - კავთასა და დაშბაშის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მმართველი გუნდის კანდიდატი მოსახლეობას დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

„მე თქვენთან შეხვედრა არჩევნების მიღმაც არ უნდა მომერიდოს და ისეთს არაფერს შეგპირდებით რის შესრულებასაც ვერ შევძლებთ. ერთს კი გპირდებით, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად დროს და ენერგიას არ დავიშურებთ. მჯერა ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა მეშველიანმა.

მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის და მიწის) დაკანონება, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა/გაუმართაობა წარმოადგენს. ახალგაზრდებს კი სურთ მოეწყოს სპორტული მოედნები.