მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოეგონ ჭკუას და დროზე გამოგვიცხადონ ახალი არჩევნების თარიღი“ - ნათელაშვილი

ლეიბორისტების ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი გამოაცხადოს. 

ნათელაშვილის თქმით, აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება მანამ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

„შემდეგი ნაბიჯები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკურ პატიმრებს ნიკა მელიას თამადობით არ ჩააბარებენ ხალხს და არ დააბრუნებენ იქ საიდანაც გაიტაცეს „ვითარცა მეკობრეებმა“.

ამიტომ, ტაქტიკურ-სტრატეგიული ნაბიჯები ძალიან ბევრი იქნება, მივაკითხავთ ბიძინა ივანიშვილის სასახლეებსაც, ციხე-სიმაგრეებსაც, არანაირი ციხე-სიმაგრე ხალხის რისხვისგან მას ვერ დაიცავს.

არავის არ გვინდა დაძაბულობით მიღწეული წარმატება, ამიტომ დროზე მოეგონ ჭკუას, გამოგვიცხადონ ახალი არჩევნების თარიღი და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შემდგომ კი ეს პროცესები ყველაფერი ჩაცხრება“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „მსვლელობა თავისუფლებისთვის” მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს, ხოლო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 გაერთიანებული ოპოზიციის აქციამ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლა

🔴 ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს