მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლაპარაკებების შემდეგ ან უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ან პატიოსნად ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ვერაფერი მივიღეთ“ - ვაშაძე

ვაშაძე საკუთარ განცხადებებზე საუბროობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიიკური ვითარება შეაფასა და საკუთარ განცხადებებთან დაკავშირბით ისაუბრა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეერთებული შტატების და ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა მკაცრად ჩამოართვეს სიტყვა, რომ ნაკლებად ელაპარაკათ პირველი რაუნდის დროს გაცვლილი აზრების თაობაზე.

„პრონციპში ეს ყველამ დაიცვა, საზოგადოებისთვის საიდუმლო არ იქნება ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციამ გააჟღერა.

ხელისუფლების შემოთავაზება დაშორებულია იმისგან, რასაც ოპოზიცია ითხოვს. მაგრამ მეორე რაუნდი შედგება და იმედის მომცემი არის ის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აღშფოთებულია მოპარული არჩევნებით, აღჭურვილია ორივე ინსტრუმენტით. ერთი პროტესტით, ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებში ხელისუფლებასთან დიალოგით“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების შემდეგ ან უნდა მიიღონ ის შედეგი, რომელიც დააკმაყოფილებს საპროტესტო ტალღას ან პატიოსნად უთხრან მოქალაქეებს, რომ ვერაფერი მივიღეთ და პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს 9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ და მათ შორის დიალოგი დაიწყო.

📌 ცნობისთვის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.