პოლიტიკა

„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთად“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერიი
21:28 18.09
დაკოპირებულია

დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე სიტყვით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო!ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ ქალაქში, საკუთარ ქალაქზე, კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ხალხის წინაშე წარდგომა.

ქუთაისი თავის თავში უამრავ საგანძურს იტევს, რაზეც დიდხანს, ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, პირადად ჩემთვის, ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში.

ამისთვის შორეულ ისტორიაში რომ არ წავიდეთ, გალაკტიონის და ცისფერყანწელების გახსენებაც საკმარისია. ამ დიდი ადამიანების, რომლებიც სწორედ აქ, ამ ქუჩებში დააბიჯებდნენ, თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების გვერდით სწავლობდნენ, მათთან ერთად იზრდებოდნენ, ემზადებოდნენ საქართველოს ისტორიაში საკუთარი სახელების ოქროს ასოებით ჩაწერისთვის“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ საოცარ ქალაქს წარმოადგენდნენ ის დიდი ქართველები, ვინც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროების განვითარებისთვის.

„ამ ფონზე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი ერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება - გელათის აკადემია, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება მილიარდი ევროა და ბუნებრივია, რომ ასეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქუთაისის და რეგიონის, არამედ მთელი საქართველოსთვის“,- დასძინა მან.

კახა კალაძეს თქმით, სწორედ ქუთაისში ისწავლიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას.

„მე აღარ მოვყვები, თუ რამდენი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოვიდა ხელისუფლებაში - რამდენი გზა დაიგო, რამდენად უფრო სწრაფად შენდება შემოვლითი ავტომაგისტრალი და ა.შ. არც იმას მოვერიდები გითხრათ, რომ ქუთაისს, როგორც მთელს ქვეყანას, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიჭირს საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს გამოწვევები. ზუსტად ვიცით, რომ თვითკმაყოფილების უფლება ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არ აქვს და არც ექნება, მანამდე სანამ ერთ მოქალაქეს მაინც უჭირს და ერთ ოჯახს მაინც აქვს ცხოვრების ელემენტარული პირობები დასაკმაყოფილებელი. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს ქუთაისშიც და მთლიანად ქვეყანაშიც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი, საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მინდა, უბრალოდ მაგალითები მოვიყვანო მხოლოდ და მხოლოდ შედარებისთვის - რა იყო და რა არის დღეს, ასევე, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. როგორც გითხარით, გვაქვს გამოწვევები და ჩვენ შევძლებთ, ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხოთ მომდევნო წლების განმავლობაში, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, როგორც ეს იყო 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების დროს, ყველა პრობლემის მოგვარების დროს, ყველა წარმატების დროს. ახლაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენი ერთობით ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავამტკიცეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ეროვნული ბანკის ცნობით, 29 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2338 ლარი შეადგინა...
39 წუთის წინ
„ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენე...
43 წუთის წინ
საფრანგეთის ქალაქ მონფავეში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რო...
54 წუთის წინ
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდე...
16:40
ფინანსთა მინისტრი

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის...

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალუ...
შსს „ენმ-ის“ წინასაარჩევნო კამპანიის დას...
შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ წ...
რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალი ხე...
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიები სამკურნალო, სარეაბილიტაციო და საპროფილაქტიკო...
საქართველოს თავზე ამერიკული უპილოტო სადა...
ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Northrop Grumman RQ-4 Global Hawk ს...