მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრება, შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო“ - იაგო ხვიჩია

გირჩი იაგო ხვიჩია

„დღეს დამირეკა ნიკა მელიამ და მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ფიზიკურად ჩემზე დიდია და შეუძლია მორევა. მე პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, მართლა მემუქრებოდა თუ ხუმრობა იყო“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ნიკა მელიას გაღიზიანება ოპოზიციის კრიტიკით გამოიწვია.

„გირჩის“ გარეშე ოპოზიციის შეკრება არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მას აყოლილი ხალხის შეკრება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებულ ოპოზიციაზე, იქ არ შეიძლება ვინმეს გარიცხვა. იქ ისეთი ხალხი ზის ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები კი არა, ერთმანეთი დაჭერილიც კი ჰყავთ.

საუბარი არის პოზიციაზე. ჩვენი პოზიცია ყველასგან განსხვავებული იყო თავიდანვე, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ხალხი ვიყავით. წარმოიდგინეთ, 4 პარტია, რომელშიც ყველაზე დიდი არის გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ აქვთ ერთი პოზიცია. ნეიტრალური თვალით, რა შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, გარდა ამისა. ეს ვთქვი დღეს და ნიკა მელია ამიტომ არის ჩემზე გაბრაზებული“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

როგორც მან აღნიშნა პარლამენტის წევრობა მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ მანდატით თავდაცვის საშუალებისა და იარაღის ტარების უფლების მოპოვების გამო სურდა.

👉 ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ბოიკოტი უნდა შეწყვიტონ, რასაც „მოქალაქეების“ გარდა სხვა პარტიები არ ეთანხმებიან.