მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მონასტერი არ არეულა, ესენი არიან გზააბნეული ადამიანები“ - უგულავა „მოქალაქეებსა“ და „გირჩზე“

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ეს ადამიანები გადავიდნენ წითელ ხაზს მიღმა, ახმოვანებენ კობახიძეს და ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ იმის წარმოჩენაში, თითქოს ოპოზიციაში მონასტერია არეული. მონასტერი არ არეულა, ესენი არიან გზააბნეული ადამიანები და ჩემთვის ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ 

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს პარლამენტში შესვლა უნდათ და ცდილობენ სხვებიც აიყოლიონ.

„მათ უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ არ უნდათ მარტო შესვლა და უნდათ სხვებიც შეიყოლონ. ჯერ ჩვენ მიმართ ჰქონდათ პრეტენზია, შემდეგ ვაშაძეს მისდგნენ, ახლა „ლელოს“, ბოლოს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გალანძღავენ და ამით დასრულდება მათი ეპოპეა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ უნდა გაემიჯნონ და მათთან პოლემიკა აღარ უნდა გაგრძელდეს.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წიაკითხეთ:

„უნდა დავშოშმინდეთ და ვეცადოთ ერთმანეთს თავს არ დავესხათ“ - ნიკა მელია ოპოზიციას

„არის პარტიები, რომლებსაც შეთანხმება უნდა და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდათ“ - იაგო ხვიჩია

„ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გიგი წერეთლის მამის პარტიას ვეძახით“ - იაგო ხვიჩია