პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა.
„მოველით, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდებიან ღირსეულნი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ დავიღალეთ პოლიტიკურ ველზე ხშირად უსაგნო და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული ჯახებით, რომელიც ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ ველს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან მიდის.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ გამოჩნდება კვალიფიციური ძალა, რომელიც მმართველ გუნდს სადავეებს დაათმობინებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ „ქარაქუცა წევრები თავის გარშემო მოიკითხოს“ - მამუკა ხაზარაზე ბიძინა ივანიშვილზე
✔️ უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა - ბიძინა ივანიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ, ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა.
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
პოლიციამ სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც ადვოკატები ბარლდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 28 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.