მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვითხოვეთ სიტყვა და არ მოგვცეს“ - ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას სურვილი ჰქონდა ბოიკოტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოხმაურებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 

ელისაშვილი ამბობს, რომ მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

„არასასიამოვნო და უცნაური რამ მოხდა, ჩვენ მოვითხოვეთ სიტყვა და არ მოგვცეს. მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა.

რაღაც სხვა საკითხის შემდეგ თქვეს, რომ სიტყვას მოგვცემდნენ. არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი.

მინდოდა, ამაზე რეაქცია მქონოდა და მეპასუხა, ამის საშუალება არ მომეცა. შემდეგ თალაკვაძემ ძალიან ამაყად ჩაიკითხა, მემორანდუმის პუნქტები - არჩევნები რომ თითის ანაბეჭდით ჩატარდება, რომ შტრიხკოდი ექნება თითოეულ ბიულეტენს. ეს არის ზუსტად ბოიკოტის დამსახურება“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „რადიკალური ოპოზიცია რასაც ჩვენგან ითხოვდა ის, რომ გაგვეკეთებინა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა პარლამენტში“ - თალაკვაძე