მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დადგეს იქ, სადაც ისტორიის სწორი მხარეა“ - ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. 

ხაბეიშვილის თქმით, მელიას დაკავებას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მსოფლიოში არსებობს ორი დედაქალაქი, ოფიციალური თბილისი და ოფიციალური მოსკოვი, რომლებიც აღნიშნავენ ანტისაოკუპაციო აქციაზე ლიდერის დაკავებას. სხვა დედაქალაქი არ მოიძებნება, სადაც ვინმე ამბობს, რომ ნორმალური და ადეკვატურია გავრილოვის გამო ნიკა მელიას დაკავება.

ამას რომ სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს ან 40 ათას ლართან გუშინ პროკურატურის ბრიფინგმა დაადასტურა. ისინი პირდაპირ ამბობენ, სასამართლომ კი გადაწყვიტაო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კანონი დავარღვიოთო და გადაიხადოსო გირაო.

დღეს ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მოვიდნენ აქციაზე ჩაერთონ და თავად გახდნენ თავისუფლების მარშის მონაწილე. ეს ქვეყანა არის თითოეული ჩვენგანის და შესაბამისად ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დადგეს იქ სადაც არის ისტორიის სწორი მხარე“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.