მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა ახალ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მუშაობს

ახალ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მსჯელობა

მთავრობა ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების დამატებით პორტფელზე მუშაობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჯანდაცის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მონაწილეობდნენ.

მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებებმა კიდევ უფრო უნდა შეამსუბუქოს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური შედეგები და მოქალაქეების მხარდაჭერაზე მეტად ორიენტირებული უნდა იყოს. მთავრობა ახალ ღონისძიებებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

პრემიერთან შეხვედრაზე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამში, 685 986-მა ადამიანმა მიიღო.