მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მცდელობაა, კიდევ ერთხელ დააშინონ ამ ქვეყნის მოქალაქეები“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„კომფორტულად არიან, ამ შეზღუდვების გამო ადამიანები მონურ ყოფაში ცხოვრებას. მონურ ყოფაში მყოფი ადამიანები ცხადია, ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენენ“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

ჯაფარიძის თქმით, მთავრობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მთავრობას მოუწია განცხადებების კეთება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დღესვე უნდა მოიხსნას.

„აქციის დამსახურებაა ის, რომ მთავრობას მოუწია განცხადებების კეთება. თუმცა განცხადებების შინაარსს თუ დავუკვირდებით, იგივე ტიპის, რომ მცდელობაა კიდევ ერთხელ დააშინონ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამბობენ, რომ „შეზღუდვები თუ მოიხსნება კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“.

სინამდვილეში კი ეს ხალხი, რომელიც აქციაზეა და სხვები, რომლებიც სახლებში არიან და ჯერ კიდევ არ გამოდიან, ისინი უკვე არიან კატასტროფულ მდგომარეობაში.

დღეს, გუშინ, გუშინწინ ამ შეზღუდვების გამო ადამიანები სიცოცხლეს კარგავენ. როგორც კოვიდისგან იხოცებიან ადამიანები, ისე იხოცებიან ამ შეზღუდვების შედეგად. ახლა სტატისტიკას არავინ არ ადევნებს თვალყურს. ფაქტია, ახლა რეაგირება მოუწიათ. საჭიროა ყველა შეზღუდვა მოიხსნას დღესვე, ამ წამს და დაიწყოს ნორმალური ცხოვრება ეს არის გამოსავალი.

კომფორტულად არიან, ამ შეზღუდვების გამო ადამიანები მონურ ყოფაში ცხოვრებას. მონურ ყოფაში მყოფი ადამიანები ცხადია, ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენენ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და სხვადასხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები.

მათი მოთხოვნა მთავრობის მიმართ უცვლელია - მოიხსნას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „შვილებს ვერ მოვაშიებთ“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

✔️ „დაუმორჩილებლობაზე წავალთ“ - გლდანში მოვაჭრეები აქციას მართავენ