მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთა-მთიანეთში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მცხეთა 26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან 102 წლისთავის აღნიშვნას მცხეთა-მთიანეთის რეგიონიც შეუერთდა. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში ეს დღე მოკრძალებულად აღინიშნება. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ცენტრალურ მოედნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული დროშები გამოიფინა. მოეწყო ფოტო გამოფენა და გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქ დუშეთში დაესწრო. მხარის რწმუნებულმა რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, სიკეთე, სიმტკიცე და ერთიანობა უსურვა.

„მინდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე! 1918 წლის 26 მაისი იყო გამარჯვება ერისა, რომელიც არასოდეს შეჰგუებია უცხოთა ბატონობას და დაუღალავად იბრძოდა თავისუფლებისთვის. სწორედ თავდადებული ბრძოლისა და მტკიცე ხასიათის შედეგია ის, რომ 1 საუკუნის წინ საქართველო უკვე არსებობდა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ხანმოკლე მონაპოვარი, მან საფუძველი ჩაუყარა მორიგ გამარჯვებას და 70 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მსოფლიომ აღიარა.“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.