მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუდმივ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე ვაქცინა მიიღოს“ - ზალკალიანი

საგარეო მინისტრი

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის, დადასტურება იმ სოლიდარობის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ ევროპელი კოლეგების მხრიდან“, - ასე გამოეხმაურა საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო მინისტრების მოწოდებას. 

„პირველ რიგში მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებმაც წერილი გაგზავნეს ევროკომისიაში იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს გაეწიოს მყისიერი დახმარება ვაქცინების საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის, დადასტურება იმ სოლიდარობის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ ევროპელი კოლეგების მხრიდან.

13-ვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გადავცე. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება ადრე მიიღოს ადრე მიიღოს ვაქცინა. ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაწყებული გვაქვს“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.