„ჩვენს პარტიას გვაქვს მიღებული ძალიან მკაფიო და პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მუდმივი სპეკულაცია და მცოცავი თარიღის წარმოება მანდატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, არასწორია.
„ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები, სანამ პოლიტიკაში ვარ, იქ სადაც იყო და არის ჩემი პარტია. ჩვენს პარტიას გვაქვს მიღებული ძალიან მკაფიო და პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება და ამიტომ "ქართული ოცნების" მხრიდან ეს მუდმივი სპეკულაცია და მცოცავი თარიღის წარმოება მანდატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, მივიჩნევ რომ ძალიან არასწორი პოლიტიკაა“, - განაცხადა ბოკუჩავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მანვე დასძინა, რომ რჩება დიდი გულშემატკივარი პოლიტიკური შეთანხმების, თუმცა შეთანხმების შესაძლებლობა ნულამდეა დაწეული.
✔️ „პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“ - თალაკვაძე
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს.
„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.
2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.