მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზად ვართ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ - „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

პარტია მოქალაქის ლიდერი

„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტია ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს წყვეტს და მზადაა „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შეხვდეს.

„ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი.

ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წიაკითხეთ:

„ახლა სხვა მოთხოვნის დაყენება შეცდომაა“ - ზურაბ ჯაფარიძე

„თუ ოპოზიცია ვერ შეთანხმდება, მე-5 რაუნდიც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა რაუნდები“ - ლევან იოსელიანი

იაგო ხვიჩია: ემოციებს გვერდით ვდებ და მოლაპარაკებებს ვაგრძელებ