მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს და რას გააკეთებს“ - ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

„პარლამენტში საუბარი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისა და პენსიონერების სესხებზე, ვაქცინაციაზე, განათლების სისტემაში პრობლემებზე, რაც ყოველდღიურად მაწუხებს მე, როგორც მშობელს, გვაწუხებს ჩვენ, როგორც მოქალაქეებს“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„პარლამენტში საუბარი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისა და პენსიონერების სესხებზე, ვაქცინაციაზე, განათლების სისტემაში პრობლემებზე, რაც ყოველდღიურად მაწუხებს მე, როგორც მშობელს, გვაწუხებს ჩვენ, როგორც მოქალაქეებს.

ამისთვის ვარ მე პარლამენტში, რომ ამ საკითხებზე ვილაპარაკო და არა იმაზე თუ ვინ, როდის და რა პირობებით გამოუშვებს, თუნდაც ევროკავშირის გირაოთი მელიას.

ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს და რას გააკეთებს. ერთადერთი, სამართლებრივად გეტყვით, რომ პროცედურულად კანონი არ ითვალისწინებს მის თანხმობას, რათა გირაო იქნეს გადახდილი, დანარჩენი, რაზეა თანახმა და რას შვება, მისი განცხადებების მონიტორინგი ნამდვილად არ შედის ჩემს დღის წესრიგში.

ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში, ეს გაჭიანურებული არ გამოსვლის, თუ გამოსვლის ამბავი ყველას ძალიან ბევრ უხერხულობას უქმნის არ არის ჩემი დღის წესრიგი და მე ამაზე საუბარი დავამთავრე“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ერთადერთი დეპუტატები იყვნენ, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.