მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათელაშვილი გახელაძის ოჯახზე: ასეთი ოჯახები უფროსების დავალებით, არჩევნებში ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს

ნათელაშვილი კომენტარს აკეთებს ცესკოსთან

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ზაზა გახელაძის ოჯახს სუს-თან შეთანხმებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ხელს უშლიან ხმაურიანი ღონისძიების მოწყობაში ხელს. 

„ახლა რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას, ზოგჯერ ვეღარ ვხვდები. თბილისიდან ჩადის ხალხი ქვემოჭალაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნებით და ამ დროს სუს-სგან გადაბირებული გატაცებულის ოჯახი აცხადებს, რომ ემიჯნებიან ამ აქციას.

ასევე იქცეოდნენ მთელი ეს თვეები, უარს გვეუბნებოდნენ ხმაურიანი ღონისძიებების ორგანიზებაზე, რის გამოც სამოქალაქო აქტივობა დაიბლოკა, ეს კი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპანტთა დაუსჯელობის სინდრომისა, რასაც ეს განაჩენიც მოჰყვა. იძახეთ, იძახეთ, რომ არ გინდათ პარტიები და პოლიტიკა და როგორ ეტირება საბოლოოდ დედა ამ ქვეყანას, მერე შედეგები არავის გაუყოთ

P.S აი ასეთი ოჯახებია სწორედ უფროსების დავალებით არჩევნებში ეშმაკსაც კი რომ მიჰყიდიან სულს და თუ დასჭირდათ თავის სისხლსაც კი გაწირავენ.“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.