მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათელაშვილი: ოპოზიციის ფეხი არ იქნება პარლამენტში 

ლეიბორისტების ლიდერი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს. პირველი შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან გაიმართა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„ჩვენ ვართ არჩევნებით დაზარალებული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება განზრახ არ თვლის არჩევნების შედეგებს. კრიზისი არის ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოსავალი და განვითარება. გადახედეთ მსოფლიო ისტორიებს, ღმერთმა დაგვიფაროს და დიდი ომების შემდეგ რამხელა ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლა აქვთ. ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოში არასოდეს მოხდეს არჩევნების გაყალბება, ძალაუფლების მითვისება, ბოროტება, რომელიც დაინერგა ჩვენი ცხოვრების ყველა უჯრედში.

ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არც ერთი ელჩი, რა თქმა უნდა ჩვენც ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება, პარლამენტი არ არსებობს, რადგან ხალხს ის არ აარჩევინეს“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔘 კალაძე: გეთანხმებით, რომ არჩევნებზე იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები

🔘 ელისაშვილი მმართველ გუნდზე: არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით

🔘 ჯაფარიძე: პოლიტიკური შეთანხმება თუ არ შედგა, ქვეყანაში სრული გაუგებრობა იქნება