მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: სახელმწიფო მდივნის გზავნილებმა დაადასტურა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა.

„რეგიონში მიმდინარეო პროცესების გათვალისწინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, აგრეთვე, დემოკრატიის განვითარების და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

რა თქმა უნდა, აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება მომავალში, რაზეც ორივე მხარის მიერ გამოითქვა, ბუნებრივია, მზაობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

👉 შეგახსნებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა - გახარია პომპეოს ვიზიტს ეხმაურება

👉 მაიკ პომპეოს 17 საათი თბილისში - (ფოტო/ვიდეო)