მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენების შესახებ ინფორმაციას შეისწავლის

თურნავა პომპეოს ვიზიტზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენებას გამოეხმაურა. 

მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხს შეისწავლიან და შესაბამისად რეაგირებაც მოჰყვება.

„შევისწავლით ამ ინფორმაციას და ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენება თურქეთში დაუშვეს. საუბარია „აპრა World“-ის საბანკო ბარათებზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენება დაუშვეს