მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ პარლამენტთან შეკრებას გეგმავს

„ნაციონალური მოძროაბის“ ლოგო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ გეგმავს შეკრებას. აღნიშნული შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სურთ, რომ არჩევნებში გამარჯვება ერთად იზეიმონ.

რუსთაველის გამზირზე პარტიის მხარდამჭერები არა 12:00 საათიდან შეიკრიბებიან, არამედ ღამის 20:00 საათის შემდეგ, როდესაც უკვე საარჩევნო უბნები დახურული იქნება“, -განმარტა უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.