მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლილ-არმოშლილი კლასტერი იმდენად ჩაიხლართა საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებში, რომ უკვე აღარც მალავს და „აღიარებს“ მწვავე „სიმართლეს“ - გია აბაშიძე სერგი კაპანაძეზე

ანალიტიკოსი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლილ-არმოშლილი კლასტერი იმდენად ჩაიხლართა საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებში, რომ უკვე აღარც მალავს და „აღიარებს“ რას??? ჩვენი ყოფილი ჩინოსნის განცხადებაა თუ კრემლის პროპაგანდისტის?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმად კაპანაძემ აღნიშნა: „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

„საინტერესოა, ამ განცხადების გამო, „ურაპატრიოტები“ და ქუჩის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები [რეალურად სააკაშვილისა და ბოკერიას მარიონეტები] არ მიუვარდებიან სერგი კაპანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს? თუმცა, ვინ უნდა მიუვარდეს და ვისი მითითებით? МГИМО-ელი ელენე ხოშტარიას, ნინა ანზოროვნას, ამხანაგი ნათელაშვილის თუ სიზმარა ნატო ჩხეიძის?“ - ამბობს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა. მისივე თქმით, ეს არ იყო ომის დასაწყისი.