მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“: სამარცხვინოა „ოცნების“ ლიდერების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძროაბის“ ლოგო

„სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ ლიდერების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, იმ ფონზე როდესაც ჩვენ არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ მათი ორგანიზებით“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი 16 ოქტომბერს მათ მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გამოხმაურებას.

როგორც უდუმაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ბათუმში ხალხის ასეთ ნაკადს არ ელოდნენ.

უდუმაშვილის თქმით, „ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კოვიდის დამარცხება გახდება შესაძლებელი და ვერც ძირეული ცვლილებები დაიწყება.

„მანამდე ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი შეკრება ვნახეთ, მათ შორის ეს იყო პოლიტიკური, საზოგადოებრივი, რელიგიური თუ სპორტული შეკრებები. რაც შეეხება ბათუმს, არ ველოდით ბათუმში ხალხის ამხელა ნაკადს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ. იყო თერმოსკრინინგის აპარატები, პირბადეები იყო, რომლებიც რიგდებოდა, მაგრამ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა და შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ 5000-მდე პირბადე იყო დარიგებული ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ძალიან ბევრ ადამიანს არ ეკეთა პირბადე და ხალხსი დიდი ნაკადიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა. ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები ჩვენს აქციებთან დაკავშირებით.

ასევე ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კოვიდს ვერ დავამარცხებთ და ვერც დავიწყებთ ძალიან სწრაფ ცვლილებებს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა სწორედ ის, რომ ამომრჩეველი და ზოგადად საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს მობილიზებული და ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩენო უბნებზე.

სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ ლიდერების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, იმ ფონზე როდესაც ჩვენ არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ მათი ორგანიზებით. გავიხსენოთ ივნისში, კიკვიძის ბაღში რა ხდებოდა. გავიხსენოთ რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მთელი ზაფხულის განმავლობაში, სადაც ასეულობით ადამიანი მიყავდა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.