მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI-ს გამოკითხვაში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო მორიგ კვლევას აქვეყნებს.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? -

  • 40% ამბობს, რომ არ იცის,
  • 24% უარს ამბობს პასუხზე,
  • 17% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს,
  • 9 % არცერთ პარტიას,
  • 5% „ნაციონალურ მოძრაობას“
  • ხოლო დანარჩენი 5% სხვა პოლიტიკურ პარტიებს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგ კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (q24) ღია კითხვა. ისინი, ვინც აუცილებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას

  • 39%-მა არ იცის,
  • 24% უარს ამბობს პასუხზე,
  • 21% „ქართული ოცნება“,
  • 5% არცერთი პარტია,
  • 4% ენმ, ხოლო
  • 5% სხვა პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (q24) ღია კითხვა. ისინი, ვინც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და გადაწყვეტილი აქვთ თუ ვის მისცემენ ხმას

  • 8%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას,
  • 33% უარს ამბობს პასუხზე,
  • 41% „ქართულ ოცნებას“,
  • 3% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს,
  • 8% „ნაციონალურ მოძრაობას“,
  • ხოლო 9% სხვა პოლიტიკურ ძალებს.

ინფორმაციისთვის, NDI-მ სატელეფონო გამოკითხვის შედეგები 2020 წლის აგვისტოში ჩაატარა.