მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოცხადდება, მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ არ იქნება მიღებული“ - უდუმაშვილი

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ საპატიმროში დატოვება, არ იქნება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული. 

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მოსამართლე ჩახნაშვილი გაახმოვანებს იმას, რასაც დაავალებენ.

უდუმაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ დღეს გამოცხადდება გადაწყვეტილება მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ, ეს იქნება დროებითი გადაწყვეტილება.

„რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა გამოცხადდეს, ეს იქნება მელიას პატიმრობაში დატოვება თუ მისი გათავისუფლება, ეს ბუნებრივია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება.

ის უბრალოდ გაახმოვანებს იმას, რაზეც ალბათ სავარაუდოდ დაურეკეს მას. ეს გადაწყვეტილება სულ სხვაგან მიიღება, სულ სხვა ოთახში, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება და მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მელია დარჩება თუ არა პატიმრობაში, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი.

იმ შემთხვევაში თუ დღეს გამოცხადდება გადაწყვეტილება მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ, ეს იქნება ძალიან დროებითი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ როგორია ჩვენი პარტნიორების რეაქცია მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა და რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი შტურმით აიღეს“, - განაცხადა უდუმაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

ამავე თემაზე:

✔️ „მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს კანონის სივრცეში და გაათავისუფლოს ნიკა მელია“ - ადვოკატი

✔️ „აუცილებელია გამოსავლის პოვნა“ - სტოლტენბერგი ნიკა მელიას დაკავებაზე