მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ ადრე თუ გვიან, კომპრომისზე წამოსვლა მოუწევს

მელიას კომენტარი ჰარცელის კომენტარზე

„ფუნდამენტური საკითხების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რადგან ის პარტიებიც, რომლებსაც ბიძინა ივანიშილმა ჩათვალა და გადაალახინა ბარიერი და, ასევე, ისინიც, ვისაც არ გადაალახინა, ერთ პოზიციაზე ვართ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ  „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია გამოსავალს ერთიანობასა და პრინციპულობაში ხედავს.

„გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს. ხელისუფლება რაც უფრო მალე მიიღებდა გადაწყვეტილებას, უფრო კარგ მდგომარეობაში ჩადგებოდა. როგორც ჩანს, საღი აზრის მიღმა არიან გასულები და ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან, კომპრომისზე წამოსვლა მოუწევთ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.

👉 ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარი განაცხადეს.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.