მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, რომ თავი დახარეთ

მელიას კომენტარი ჰარცელის კომენტარზე

„ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდიდა, ხომ არ გადავიხადე  გირაო და ვთქვი რომ ვერ დამიჭერდნენ, ვინ აღმოჩნდა მართალი ? ამიტომ როდესაც ვამბობ რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? - მელიას, იმიტომ რომ ეს ემპირიული გამოცდილებაა“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მთავრობა მას ვერ დაიჭერს, რადგან ამის სამართლებრივი უფლება არ გააჩნიათ.

„იცით რატომ ვერ დამიჭერენ? იმიტომ რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ.

კობახიძე, მურუსიძე, კალაძეს დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ.

მიკვირს რაღა დაგიმალოთ.

რატომ ბაქიბუქობენ ? რისი თავიც არ აქვთ. აბსურდული პრეცედენტები აქვთ დაშვებული.

არაფერი საგანგაშო არ მოხდება, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, რომ თავი დახარეთ და საერთოდ პოლიტიკური დღის წესრიგიდან 20 ივნისის საქმე მოაშორეთ. თქვენთვისვე არის დამაზიანებელი“-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ნიკა მელია: ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით, თუ ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა

✔️მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ან ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება

✔️ხვიჩია: თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ, უხერხული გახდება მოლაპარაკების პროცესის განახლება