მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მიერ შეთავაზებულ გირაოს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამნისტიაზეც უარს იტყვის - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ექსპერტის შეფასებით, ნიკა მელია ევროკავშირს ხელს კრავს:

„არ მახსენდება მსგავსი ლუსტრაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, სენატორები, მეორე მხარეს დგას ნიკანორ მელია, გუბაზ სანიკიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიგა ბოკერია, კობა ხაბაზი და მიხეილ სააკაშვილი.

ამ ყველაფრის მერე ვინმეს რამე კითხვა დაგრჩათ? ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მიერ შეთავაზებულ გირაოს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამინისტიაზეც უარს იტყვის და სრულად მოიხდის იმ სასჯელს, რაც განკუთვნილია დამნაშავისთვის, რომელმაც პარლამენტზე შტურმი მიიტანა!“ - წერს ირაკლი ლატარია.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.