მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო პისტოლეტი აჩუქა (ვიდეო)

ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო პისტოლეტი აჩუქა

„ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას შერიგების ნიშნად სათამაშო პისტოლეტი აჩუქა.

„ხელცარიელი არ მოვსულვარ. საჩუქარი მოვუტანე იაგოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას საპასუხოდ ხვიჩიამ განაცხადა, რომ „უცნობმა“ ეთერში მას მელიის ტყავი აჩუქა. „ახლა ორივეს ერთად დავკიდებ“- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„დღეს დამირეკა ნიკა მელიამ და მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ფიზიკურად ჩემზე დიდია და შეუძლია მორევა. მე პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, მართლა მემუქრებოდა თუ ხუმრობა იყო“, - განაცხადა სატელევიზიო ეთერში იაგო ხვიჩიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრება, შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო“ - იაგო ხვიჩია