მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიამ სცადა თავისი თავისგან გმირი გამოეძერწა“ - დაჩი ბერაია

უმრავლესობის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან თავისი თავისგან გმირის გამოძერწვა სცადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტს მხოლოდ მის მიერ განსაზღვრული კოპმპეტენციების შესრულება შეუძლია.

„ნიკა მელიამ თავისი თავისგან სცადა გმირი გამოეძერწა, ეს იყო მისი უსუსური მცდელობა და არ გამოუვიდა. ყველამ ვიხილეთ მისი კოლაბორაციონიზმი გავრილოვთან.

პატიმრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ჩვენს მიერ განსაზღვრული პროცედურების შესრულება. პატიმრობა არ არის კომპეტენცია, რომელიც უნდა განსაზღვროს პარლამენტმა“, - აცხადებს ბერაია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ პარლამენტში დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

✔️ პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა - გიორგი ვოლსკი