მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას თუ ამნისტიით გამოსვლა არ უნდა, დარჩეს ციხეში“ - ვახო მეგრელიშვილი

განცხადება

„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს კრიზისის დასრულებისთვის და თუ „ნაციონალური მოძარობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამნისტიით ციხიდან გამოსვლა არ სურს, საპატიმროში დარჩეს.

„თუ შესაძლებელი იქნება, მე საერთოდ არ მაინტერესებს ამნისტიისთვის ხმის მიცემა ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ. მთელი მიზეზი იმისა, რომ ეს ამნისტია შეთანხმებაში მოხვედრილიყო იყო ის, რომ ნიკა მელია გათავისუფლებულიყო და თუ ნიკა მელიას ეს არ უნდა, თუნდაც, ამნისტიის კანონზეც უარი ვთქვათ და დარჩეს ციხეში“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს სურს ის პირები, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმებიდან გამოყონ.

„როგორც კი შედიხარ ასეთი რთული საკითხის განხილვაში, ჩემთან ერთად პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია და ამ ამნისტიის მორალური პრობლემების დეტალებზე ვსაუბრობდეთ. ეს თემა გამოყენებულია იმისთვის, რომ ფაქტობრივად, შეთანხმება ჩავშალოთ, რაც იქნება თავზე ლაფის დასხმა.

პრობლემა იმაშია, რომ იმ ხალხი ვინც, შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ცდილობს დანარჩენები ამ შეთანხმებიდან გამოყოს და შარში გახვიოს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონის ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნიკა მელიასთვის ამნისტია მიუღებელია“ - ადვოკატი

დავით მათიკაშვილი: ამნისტიის აქტის აუცილებლობა, ევროკავშირის მხრიდან არის შემოთავაზებული

გიორგი ვაშაძე: შეწყალების აქტით, რურუა სამშაბათს, მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება

20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული ამნისტია, პროპორციული არჩევნები - რა პუნქტებზე აწერს ხელს მმართველი გუნდი?