მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა“- პროკურორი

პროკურორი ამირან გულუაშვილი

პროკურორი ამირან გულუაშვილი აღნიშნავს, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას და მისი ადვოკატების თვითმიზანი მელიას პატიმრობაში დარჩენაა. 

მისი თქმით, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

„ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ დაცვის მხარეს საჯარო განცხადებით შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

რეალურად, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და იძახის, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა“- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას თვითმიზანია პატიმრობაში ყოფნა.

„რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს კანონის სივრცეში და გაათავისუფლოს ნიკა მელია“ - ადვოკატი

✅„მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა სამაჯური“ - ჯორჯ კენტი

✅„აუცილებელია გამოსავლის პოვნა“ - სტოლტენბერგი ნიკა მელიას დაკავებაზე