მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: „ნაცებმა“ მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს

ექსპერტი ეკონომიკის დარგში

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი 14 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.

მჭედლიშვილის თქმით, დავით ბაქრაძე უსუსტეტი და ამორალური პოლიტიკოსია. მისივე შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალა:

„დავით ბაქრაძის ინტერვიუს ვუყურე ეხლა გუშინდელ რუსთავი-2-ის ეთერში. ირაკლი იმნაიშვილმა ფანტასტიკურად წაიყვანა მთელი ინტერვიუ. ბაქრაძე კი უსუსტესი და ამორალური პოლიტიკოსია. ეს შთაბეჭდილება დამრჩა. მან აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა. პრაქტიკულად, „ნაცებმა" საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ოკუპაცია კი, ომის შედეგია. შესაბამისად, მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს. თუმცა, საკმაოდ ვრელ ინტევიუში მან უამრავ სხვა თემაზე ისაუბრა, რომელიც მას პირადად და მაშინდელ სისტემას უკიდურესად მძიმე ფერებში ხატავს. დიდი თემაა ძაან, უფრო ვრცლად ორშაბათს დავწერ,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.