მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე ტოივო კლაარს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ტოივო კლაარს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული კონფლიქტები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ კრიზისებს და მათი მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საკითხიც განიხილეს და იმ თემებზე ისაუბრეს, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი შესაძლო შედეგები უკავშირდება.

ცნობისთვის, ტოვიო კლაართან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა