საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე იმსჯელეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
„გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ეუთოში შეიცვალოს ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე იმისთვის, რომ ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს.
ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.
თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. ბილეთების შეძენა მგზავრებს სალაროებში დღეიდან შეეძლებათ.