მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც  ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

„გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ეუთოში შეიცვალოს ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე იმისთვის, რომ ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს.

ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.