მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ბურჯანაძე: კობა დავითაშვილი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩემთან ზარის წყალობით გადარჩა

ერთიანი საქართველო

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც კობა დავითაშვილი გაიტაცეს და სცემეს, პირველი ზარი სწორედ მასთან განახორციელა.

„პირველად მაშინ კობამ ჩემთან დარეკა და შემატყობინა, რაც დაემართა. მე მაშინ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. ის ამას ყოველთვის აღნიშნავდა, სხვა ბევრისგან განსხვავებით და ამბობდა, რომ პრაქტიკულად, იმ ზარის წყალობით გადარჩა, რომელიც ჩემთან განახორციელა.

აქ საამაყო არაფერია, მაგრამ ეს გარკვეულად კომპენსაციას მიკეთებს მე, როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

👉 ინფორმაციისთვის, 2 დეკემბერს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

👉 კობა დავითაშვილს ბეხტერევის დაავადება ჰქონდა. ბოლო დღეებში ის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.