მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ბურჯანაძე: ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანაც არის ეს, ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე იყო მსჯელობა, რომ ესაუბრათ დანიელსონის შემოთავაზებულ 5 პუნქტზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე.

„როცა ლაპარაკობენ, საარჩევნო საკითხებზე შეთანხმებულები ვართო, თამარ ჟვანიას უშვებენ? თუ ისევ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს არჩევნები და ყველაფერი ისევ ისე უნდა დარჩეს, როგორც არის?! პირველ რიგში, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციამ თავიდანვე თქვა, რომ ამ დოკუმენტის სამ პუნქტს ეთანხმებოდა.

დღესაც იგივეს ამბობს. სამი პუნქტი, რომელიც ეხებოდა არჩევნების საკითხს, საარჩევნო კოდექსს ეთანხმებოდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმოებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაც. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან რეფერენდუმის მიბმას, ამას ოპოზიცია არც მაშინ ეთანხმებოდა და არც დღეს ეთანხმება. ეს არის ჩემი არგუმენტი.

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ოპოზიციის დამოკიდებულება, არაფერი ახალი ოპოზიციას არ შემოუთავაზებია, დღის წესრიგი არ შეუცვლია და დასავლელმა პარტნიორებმა ეს იციან ძალიან კარგად. სანამ ნიკა მელია ციხეში ზის და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება. შეთანხმება ყველა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მიიღწეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელ არჩევნებზე მოვილაპარაკებთ. გინდ ჩემი მეგობარი იყოს, გინდ პარტნიორი და გინდ მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის მოიხსნას ზედმეტი თავის ტკივილი და საქართველოს პარლამენტში როგორმე „შეეტენოს“ ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ნადვილად ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად.

ნაწილი საქართველოსი, ვისაც უნდა იბალახებს ამ ბოსტანში და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანაც არის ეს, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში. ჩემი წილი ქვეყანაც არის, აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო, ამიტომ არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა. გინდ მტერმა მომიწონოს და გინდ მოყვარემ. გინდ მტერმა გამაკრიტიკოს და გინდ მოყვარემ. ხომ გვაქვს საკუთარი აზრი? როდემდე შეიძლება სხვის აზრზე იცხოვრო?- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

იხილეთ აგრეთვე:

📌„ჩვენგან მიტაცებული მილიარდები იქნება გაყინული“ - შალვა ნათელაშვილი

📌კახა ქემოკლიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს