მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ბურჯანაძე: მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკვატურის მოლოდინი გულუბრყვილობაა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან.

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკვატურის მოლოდინი გულუბრყვილობაა.

„ჩვენ მათ ვაჩვენეთ, რომ ვართ კონსტრუქციულები და ვცდილობთ, რომ კრიზისიდან გამოსავალი პოლიტიკური გზა ვიპოვოთ. ახლა „ქართული ოცნება“ ან საბოლოოდ აჩვენებს თავის სახეს ან შეეცდება, რომ წინადადებებზე ადეკვატური პასუხი მოიტანოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გამოსავალი მოძიებული.

ინფორმაციისთვის, 4 დეკემბერს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციური სპექტრის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ელჩებს მკაფიოდ გაწერილი წინადადებები გადასცეს. თუ რა პუნქტებზეა საუბარი, დაკონკრეტებისგან ოპოზიციონერებმა თავი შეიკავეს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.