მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო რუხაძე CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს

ნინო რუხაძე CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ევროპული საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის ონლაინ სხდომას დაესწრო, სადაც ის CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ნინო რუხაძე, აღნიშნულ თანამდებობაზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) წარადგინა, რომელიც ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემის განხილვაში.

მათივე ცნობით, ონლაინ შეხვედრაზე წევრებმა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და 2021-2022 წლების სამუშაო გეგმებსა და სტრატეგიებს გაეცნენ.

დღესვე, ნინო რუხაძემ CEMR -ის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაშიც - “Horizon 2051: Local Futures for Europe” მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, CEMR ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების უძველეს და ყველაზე ფართო ევროპულ ასოციაციას წარმოადგენს და ის ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ეროვნულ ასოციაციებს ევროპის 41 ქვეყნიდან აერთიანებს.

1951 წლიდან CEMR ხელს უწყობს გაერთიანებული, მშვიდობიანი და დემოკრატიული ევროპის მშენებლობას და ადგილობრივი თვითმმართველობის განმტკიცებისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ინტერესებს ემსახურება.