მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო წილოსანი: 2021წელს, რეკომენდაციების შესრულების ხარჯზე, ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება

შეხვედრა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.

„სახელმწიფო ეკონომიკურ მხარდამჭერ პროგრამებში ქალების მონაწილეობის საკითხი, ასევე ფარავს სოფლის მეურნეობის პროგრამებში ქალების მონაწილეობას. დღეს, სწორედ, ამ კუთხით ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განვახორციელეთ.

რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ძალიან მიხარია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესრულებულია. თუმცა, რეკომენდაციების უფრო მეტად კონცეპტუალური და შინაარსობრივი ნაწილი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. ამასთანავე, გვაქვს ინფორმაცია, რომ, სამინისტროებს აქტიური მუშაობა აქვთ დაწყებული ამ რეკომენდაციების შესრულებაზე და პრინციპში, მოლოდინი გვაქვს, რომ 2021 წელს ჩვენ გვექნება ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის ძალიან კარგი მაჩვენებელი, სწორედ, ამ რეკომენდაციების შესრულების ხარჯზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე განხილული იყო ორ სააგენტოში - „აწარმოე საქართველოში“ და RDA-ში (სოფლის განვითარების სააგენტო) ჩატარებული გენდერული აუდიტის რეკომენდაციები და მათი მიმდინარეობა.

„ვფიქრობ, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო“, - აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა