მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ერთმანეთი ისე შეუყვარდებათ, მერე ერთად მართავენ ქვეყანას“- გია ხუხაშვილი

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“

„ჩვენ გვაქვს მრავალ ვექტორიანი პრობლემები, საგარეო რისკები და აქედან გამომდინარე გვჭირდება კრიზისის სტერილიზაცია, ანუ პრობლემების პარლამენტის კედლებში გადატანა“- განაცხადა  ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოებრივი რისკების შემცირება. ის ოპოზიციას ურჩევს, რომ თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ საკითხები განხილული, ამ შემთხვევაში ხელი არაფერს მოაწერონ და უპირობოდ შევიდნენ პარლამენტში.

„ნუ გვექნება ჩვენ იმის ილუზია, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან და ერთმანეთი ისე შეუყვარდებათ, მერე კი ერთად მართავენ ქვეყანას.

ახლა გვჭირდება სახელმწიფოებრივი რისკების შემცირება და ამის გზა არის კრიზისის გადატანა პარლამენტში. სამწუხაროდ, არის სიტუაცია, როდესაც შეუთანხმებლობა გახდება იმის საფუძველი, რომ რყევები გაგრძელდება. შეიძლება პოლიტიკური პარტიები არც შეთანხმდნენ.

მოლაპარაკების დროს თუ არ ეწერება იქ გარკვეული დათქმით რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობების შესახებ არაფერი, ამ შემთხვევაში მე ოპოზიციას ვურჩევდი საერთოდ არ მოაწერონ ხელი არაფერზე, უპირობოდ შევიდნენ პარლამენტში იმიტომ, რომ დანარჩენი შეთანხმების პუნქტები არის ზღაპრები, რომელიც ან შესრულდება ან არა.

დამატებითი ლეგიტიმაცია ხელისუფლებას რატომ მისცენ, უბრალოდ გამოაცხადონ, რომ ჩვენ არ ვენდობით ამ ხელისუფლებას, არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვითვალისწინებთ დეფაქტო ვითარებას, სახელმწიფოებრივ რისკებს, დასავლეთის თხოვნას და უპირობოდ შევდივართ პარლამენტში და დღის წესრიგში ვტოვებთ ვადამდელი არჩევნების საკითხს.

აი, ეს არის სწორი ფორმულა, რითაც დასავლეთიც კმაყოფილი დარჩება, ეს იქნება სწორი საქციელი“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„დანიელსონმა უნდა გამოიყენოს იძულების სხვადასხვა ფორმები“ - გია ხუხაშვილი