პოლიტიკა

ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით

ქართული ოცნების წევრი, 2020
18:04 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით“, - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს.

„შეეკითხეთ „პატრიოტ“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ თემაზე სპეკულირებენ. ასევე, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ თურმე დავით გარეჯი არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ეთანხმებიან თუ არა მაშინდელი სხვა თანამდებობის პირების ამ განცხადებას, რომ თურმე დავით გარეჯი არ წარმოადგენდა საქართველოს, არ იყო ჩვენს შემადგენლობაში და რას ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები?

დამერწმუნეთ, რომ არა მაშინდელი პოლიტიკური ნება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, ეს პირები ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. რას ემსახურებოდა ეს განცხადებები შეთანხმებულად, მინისტრების დონეზე, მაღალი თანმდებობის პირების დონეზე, იზიარებენ თუ არა ისინი ამ განცხადებას და რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ ამ განცხადების საპირისპიროდ წარიმართოს გამოძიება და დადგინდეს ობიექტური მოცემულობა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, არავინ უარყოფს, რომ დავით გარეჯი ისტორიულად და კულტურულად არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი გამოხატულება.

„ამის საწინააღმდეგო განცხადებები როდესაც გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე, რატომ ცდილობენ ისინი ამას შეუშალონ ხელი. ამაზე გასცენ პასუხი და მერე მარტივი იქნება ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობა კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვ...

როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინი...
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კა...
51 წუთის წინ
მათივე ცნობით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდ...
51 წუთის წინ
„ჩემთვის დიდი პატივია გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ განვაცხადო. მას და მის ოჯახს ვულ...
55 წუთის წინ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა....
09:17
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

ზურაბ გურული სამთავრობო სხდომებში მონაწილეობი...

როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი პოზიცია ჯანდაცვის სისტემისა და მთავრობის მოქმედებების კრიტიკის შესახებ...
23:27 ოთხ. 25 ნოემბერი
ნინო კალანდაძე: პროკურატურაში გამოკითხვა...
„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადი...
23:19 ოთხ. 25 ნოემბერი
ზაზა წერეთელი: ბიზნეს სექტორი გაგებით უნ...
მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფე...
23:10 ოთხ. 25 ნოემბერი
მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში...
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარ...