მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ ყველა რეიტინგით საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

„ყველა რეიტინგით, მათ შორის, სააკაშვილი-გვარამიას გაყალბებულით, „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების მხრიდან სარგებლობს დიდი ნდობით და დიდი მხარდაჭერით, შესაბამისად, ჩვენ ვართ ლიდერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ენდობა საზოგადოება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „Ipsos“-ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-60%-ის ფარგლებშია და არსებობს რესურსი ამ რეიტინგის გაზრდის.

„მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და დამაჯერებლად გაგვამარჯვებინებს ამ არჩევნებში და იქნება მთავარი დაკვეთა ჩვენს მიმართ და დავალება, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ამიტომ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს აქედან გამომდინარე იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელთა ერთადერთი მიზანი არის რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება.

მათი ხელწერა ვიცით, რომ ეს არის ძალადობა ყველაზე და ყველაფერზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებს არ ექნებათ მხარდაჭერა. მხარდაჭერა ექნება „ქართულ ოცნებას“ - ამას ადასტურებს ყველა რეიტინგი, მათ შორის, სააკაშვილ-გვარამიას მიერ გაყალბებული, საბოლოოდ ჩვენ ვლიდერობთ დამაჯერებლად. ეს არის 55-60%-ის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით გვაქვს კიდევ რესურსი ამ რეიტინგის შემდგომი გაზრდის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.