მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები უმძიმეს „მორალურ“ ქმედებებს სჩადიან და ცდილობენ, რომ საზოგადოებას შინაარსობრივი დღის წესრიგის ნაცვლად, ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე ესაუბრონ.

„ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში“, - დასძინა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.