მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში სიარული აღარ მოუწევს - ისინი ამისთვის ემზადებიან

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ისეთ გზას ადგანან, ვფიქრობ, წინასწარ ემზადებიან, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში სიარული ხშირად აღარ მოუწევთ. როგორც ჩანს, ამ ნიადაგს ამზადებენ“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სესიებისთვის ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გააზრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან, რადგან მათ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

„ეს ჯგუფები მხოლოდ რადიკალიზაციას არიან მიცემულნი. მათი ანტიდასავლურობა იმითაც გამოვლინდება, რომ არც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დაუჭერენ მხარს, რომელიც ეფუძნება ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა არ მიიღეს.