პოლიტიკა

ოხანაშვილი ოპოზიციას: ადამიანებს სიცოცხლე წაართვით და ამაზე ღლიცინებთ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
20:27 29.05
დაკოპირებულია

"თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ რომ მაგრები იყავით და მაგარ სახელმწიფოს აშენებდით, ზრუნავდით ჩვენს მოქალაქეებზე. თუ ასეთი მაგრები იყავით რატომ გადაგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ?! რატომ გამოგიტანათ განაჩენი და რატომ არის ეს განაჩენი კანონიერ ძალაში?! ნება მომეცით ფაქტებზე დაყრდნობით გამხილოთ ამ პოლიტიკურ ფარისევლობაში“, - აღნიშნული კითხვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლები გაჯერებული იყო პათოსით - რომ ისინი ზრუნავდნენ ადამიანებზე, ბავშვებზე. ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მათ წარსული შეახსენა.

„თქვენ ის ხელისუფლება ხომ არ იყავით, რომლებმაც 2012 წლამდე 12 წელზე დასწიეთ სანქცია და ბავშვების შეყრას ითხოვდით ციხეებში. თქვენ ის ხალხი ხომ არ ხართ 2008 წელს 381 თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანი რომ გყავდათ ციხეებში?!  2009 წელს გყავდათ 272 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული არასრულწლოვანი, 2010 წელს - 296. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2019 წელს 66-მდე თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანია. ეს არის ჩვენს შორის სხვაობა. დამეთანხმებით, რომ სასჯელაღსრულებაში მყოფ პირებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.  რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე?! რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ მსჯავრდებულებს უმისამართოდ ესროდით?!“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო 6 მლნ ლარის გადახდა დააკისრა.

„6 მლნ ლარი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ გაქვთ სურვილი ეს თანხა თქვენ გაიღოთ ჯიბიდან და ამ დაზარალებულ ხალხს დაუბრუნოთ თანხები? თუკი ვინმე არცხვენდა და არცხვენს ქართულ სახელმწიფოს ეს იყავით თქვენ. თქვენ არაერთგზის შეარცხვინეთ ქვეყანა  სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ადამიანის უფლებები თქვენთვის არის წარსული, ჩვენთვის ეს არის აწმყო. ადამიანის უფლებები ჩვენთვის ყოველთვის აწმყოა. სტრასბურგის სასამართლოში დღემდე იხილება განაჩენები. 2020 წლის 2 აპრილს გამოვიდა კუხალაშვილის და სხვების საქმეებზე გადაწყვეტილება სადაც სტრასბურგმა პირდაპირ გამოგიტანათ განაჩენი. მე გესაუბრებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, იმ ადამიანებზე ვისაც სიცოცხლე წაართვით და ისეთი ცინიკოსები ხართ ამაზე ღლიცინებთ“, - თქვენ ჩვენი საზოგადოებისთვის ხართ კრიმინალური წარსულის მქონე, დღემდე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი. საზოგადოებამ გამოგიტანათ განაჩენი და კიდევ არა ერთგზის გამოგიტანთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ფოთში 43 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სა...
18:02
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
პოლიციის შენობა მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-...
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრე...
საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ და...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...