მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოხანაშვილი: სახელმწიფომ მოკლა "ციხის ბუნტის" დროს პატიმრები - ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

"საინტერესოა, რას ეტყვიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ციხის ბუნტის" საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ენუქიძის მოხსენებას ისმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების თაობაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა "ციხის ბუნტის" დროს პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კვირაში, პლენარულ სხდომაზე ვიხილავთ მათ არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო, ცინიკურ განცხადებებს და დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა და მოვთხოვთ პასუხს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.