მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოქრუაშვილი: ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და ჩამოშორდება პოლიტიკას

ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიცია

ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას რომ ვერ მიაღწია, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

„ოპოზიციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი ტრაგედიაა იმაში, რომ გაიწელა დრო შეთანხმების მიღწევისთვის. უნდა წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი რამე, ჩვენ იმავდროულად ერთმანეთის კონკურენტები ვართ“,- აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები იქნება ე.წ. ფილტრაციის არჩევნები - ზოგი პოლიტიკას ჩამოშორდება, ზოგი გადარჩება.

„გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო მიზანი – შევცვალოთ ხელისუფლება, ყველას კარგად გვესმის, ეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის არჩევნები იქნება, არამედ ოპოზიციაში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი ფილტრაციის არჩევნები. ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და ჩამოშორდება პოლიტიკას”, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.