მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

აქცია

ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ აქციაზე სამოქმედო გეგმები დააანონსა. მისი თქმით აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერცერთი მსახური.

5 მარტს - ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.

9 მარტს - აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური.

11 მარტს - ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ.

13 მარტს - ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის “- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ

✔️„თუ ხელისუფლებისგან არ დავიცავით საქართველოს თავისუფლებას, ალბათ გველეშაპის მუცელში აღმოვჩნდებით“- ნატო ჩხეიძე

✔️„არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამართლიან პროტესტს შედეგი არ გამოეღოს“- ბადრი ჯაფარიძე